არჩევნები გაყალბებულია, ხელისუფლებაზე დაყოლა ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან ვაჭრობა უკვე დაწყებული ჰქონდეს. მისი აზრით, მიუხედავად ამისა, ივანიშვილი შედეგს ვერ მიაღწევს, რადგან ოპოზიცია ერთიანია.

“ყველას კარგად გვესმის, რომ შედეგები რაც ცესკომ აჩვენა არის გაყალბებული, შესაბამისად არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და ამაში ხელისუფლებაზე დაყოლა ქვეყნისთვის იქნება კატასტროფა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ყველას აქვს ეს განცდა. თავს 100% ვერაფერზე ვერ დავდებ, მაგრამ ოპოზიციაში ეს განწყობა ცალსახაა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.