დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის, მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ლევან კალანდიას პატიმრობაში დატოვება მოსალოდნელი იყო, რადგან წინასაარჩევნოდ ხმაური არავის სჭირდება.
მისივე თქმით, ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს, რადგან, “უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის”.
„შემდგომი ინსტანცია გველოდება წინ. ველოდები განაჩენის გადმოცემის პროცესს. მაინტერესებს, რითი დაასაბუთებენ ეს მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ არ არიან მიკერძოებულები, როდესაც საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების შემდეგ მოსამართლე გამოდის და უტიფრად იძახის, რომ თურმე 20 წლის ბიჭი 11 წლითა და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვა, სარკაზმულია მათი მხრიდან. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, დანებებას არ ვაპირებთ. უდანაშაულო ადამიანების ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ზედმეტი ხმაური. მოსალოდნელიც იყო“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.
11 წელი და 3 თვე – დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს სასტიკად დაჭრეს. მათგან ერთი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.