ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია.
ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, დღეს 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მივიდნენ.
“მოკლედ ვიტყვი: ან ომში ვართ და ვიბრძვით ან ვაბარებთ ქვეყანას. ან ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას ან არაფერი გვესაქმება საჯარო პოლიტიკაში. ეს არჩევნები არის არალეგიტიმური და მოპარული.. სამშობლო მანდატზე მეტია.. 4 საათზე რუსთაველზე!”, – წერს დეკანოიძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 91.81%. ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
- “ქართული ოცნება” – 48.13%;
- “ნაციონალური მოძრაობა” – 26.84%;
- “ევროპული საქართველო” – 3.79%;
- “ლელო” – 3.21%;
- “პატრიოტთა ალიანსი” – 3.19%;
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15%;
- “გირჩი” – 2.99%;
- “მოქალაქეები” – 1.36%;
- “ლეიბორისტები” – 1%.