არჩევნები შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება ცესკოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნების ჩატარებას. საქართველოს მე-3 პრეზიდენტის თქმით, არჩევნები არა ივანიშვილმა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა ჩაატაროს.

“არჩევნები საქართველოში შეიძლება ჩაატაროს მხოლოდ ავტორიტეტულმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ და ავტორიტეტული უცხოელების კონსროციუმმა.

ყველა სხვა ელექტრონული არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ივანიშვილი, არის ერთადერთი შანსი, ბოლო მისთვის, ქაღალდზეც აღარ დატოვოს კვალი და ყველაფერი გაასწოროს”,– წერს სააკაშვილი.

ცესკოში გამართულ იმიტირებულ არჩევნებზე გატესტეს ახალი მოდელი, რომელიც ხმის მიცემის პროცესში ე.წ. გარმონისებური ბიულეტენის და სხვა ტექნოლოგიებს გამოყენებას ითვალისწინებს. მისი ძირითადი ინიციატორი, როგორც ცნობილია, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლებაა”.