“არჩევნები 2024 წლის მოდელით რომ ჩაგვეტარებინა,დღეს მეტი მანდატი გვექნებოდა ” -ეს განცხადება, პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
“პირველად, უახლეს ისტორიაში, საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა პარტიამ გადალახა და საქართველოს პარლამენტში შესვლის მანდატი ოპოზიციის 60-მა წარმომადგენელმა მოიტოვა. უფრო მეტიც, ჩატარებულმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ, ის რომ გაგვეკეთებინა, რასაც ჩვენგან ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია და ეს არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს ქართულ ოცნებას კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა და ოპოზიციაში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია გვეყოლებოდა. პროცესმა დაადასტურა, რომ 2024 წელი სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის სრულად იყო შერჩეული”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.