”უკვე განუკითხაობა ხდება ქვეყანაში, ყველა კუთხეში უსამართლობაა, როგორც უნდათ, ისე იჭერენ ხალხს. მიზეზიც არ სჭირდებათ. ვიღაც არ მოეწონებათ, გაუშვებენ ციხეში. იჭერენ საუბრის გამო, დგომის გამო, სადღაც არ მისვლის გამო, ასევე მედიებს ატერორებენ უკვე და ცენზურას უწესებენ. შეიძლება მედიაც აღარ გვქონდეს მალე. კრიტიკა კი სისხლის სამათლის დანაშაული გახადეს. საბჭოთა კავშირისგან რა განგვასხვავებს, არ ვიცი.
სრული ვაქხანალიაა ქვეყანაში და ამის ფონზე ზოგიერთი პარტია გამოდის და ამბობს, რომ პროტესტი და ბოიკოტი გვერდზე უნდა გადავდოთ და რაღაც არაფრისმომცემ, უმნიშვნელო არჩევნებში უნდა გავიდეთ. ეს ნიშნავს, რომ ფეხებზე უნდა დავიკიდოთ, რაც ხდება ირგვლივ. ბოიკოტის მერე რა ხდებაო, ასეთი კითხვები იყო გარედან. ჩემი აზრით, ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ითხოვ და თუ იმ რაღაცას არ გისრულებენ, ისევ ბოიკოტში რჩები, სანამ არ შეგისრულებენ და უფრო მძაფრი ხდება ეს ბოიკოტი. თუ რაღაცას არ გისრულებენ, მაშინ რატომ ასრულებ შენ იმ სხვის მოთხოვნას, თან ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის არაფრისმომცემი – თვითმმართველობის არჩევნები. არაფრისმომცემი ჩვენთვის, თორემ მათთვის [ქართული ოცნებისთვის] ლეგიტიმაციის მიმცემი და უფრო საინტერესო კითხვა ის არის, ამ არჩევნებს რომ წააგებთ, ან თუნდაც ორ ოლქს მოიგებთ, მერე რა ხდება?
თვითონ ის პარტიები არ გადიან ამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციიდან, რომლებმაც მოიგეს წინა არჩევნები და პირველ-მეორე ადგილზე გავიდნენ და მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებს, რომელთაც ამომრჩევლები კიდევ უფრო დააკლდებათ ამ მოღალატეობრივი და ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დამსხმელი ქმედებით, რისი იმედი აქვთ? ”