“თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში გაიმარჯვებს, ის რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინს მხარს არ დაუჭერს”,

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერშია დაგეგმილი. 2022 წლის 16 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.