არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძე თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალალკვაძემ ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა.

“პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლამენტო ორდენს”,– განაცხადა თალაკვაძემ დაჯილდოვების ცერემონიაზე.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებს ორდენით დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.

თალაკვაძის ინფორმაციით, ფულადი ჯილდო, რასაც ორდენი ითვალისწინებს, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაერიცხებათ.