არჩილ მუსელიანცს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა

აქციების დროს დაკავებულ არჩილ მუსელინცს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რაც შემდეგ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უფრო დიდმა სასჯელმა შთანთქა და მუსელიანცს ჯარიმის გადახდის ვალდებულება მოეხსნა.

ის 30 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის პარალელურად დააკავეს. სინდისის პატიმარს იზოლატორში მიყვანამდე ფიზიკურად გაუსწორდნენ, შეუზღუდეს ადვოკატის ყოლის შესაძლებლობა და ოჯახის წევრების მიმართ დაემუქრნენ. ამ საქმეზე არავინ დასჯილა.

არჩილ მუსელიანცს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 3-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, პროკურატურის მტკიცებით, მუსელიანცის ქმედებით სახელმწიფოს “534 ლარის ზიანი მიადგა“.