“არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა” – მურუსიძე სანქციებზე

მოსამართლე ლევან მურუსიძე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადბას, რომ შესაძლოა გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები. მურისიძის თქმით, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ მის მიმართ პერსონალური სანქციები დაწესდეს.

მან ჟურნალისტს სანქციებზე დასმულ კითხვაზ პასუხად ლექსი წაუკითხა:

“თუ დაწესდება სანქციები, მერე დამირეკეთ და პირადად მე რაც შემეხება მერე დამირეკეთ და გაგცემთ პასუხს. კომენტარებს ვერ გავაკეთებ, მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს, პოლიტიკურ თემებზე არ შემიძლია გავაკეთო. არ ვარ საქმის კურსში, არ მეხება.

კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთი ის არის, თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად? ერთი ასეთი ლექსია:

არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა,

ცხოვრებამ მოხეტიალემ ბევრჯერაც მიშარა

თვალამღვრეული დავდივარ, მიშავ და არა მიშავ, რააო, გაიგეთ?”– უთხრა მან ფორმულას ჟურნალისტს.