“ვგეგმავთ, რომ არცერთი თბილისელი ოჯახი არ დარჩეს უსახლკაროდ. ეს არის ჩემი დაპირება, ამისთვის ვქმნით მუნიციპალურ საბინაო ფონდს და თბილისელ ოჯახებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ, ან არ გააჩნიათ სახლ-კარი, სარგებლობის უფლებით გადაეცემათ საცხოვრისი, დღეს დაახლოებით 400-მდე ასეთი ოჯახი გვყავს, ვისაც აქვს უსახლკაროს სტატუსი და მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქნებიან უზრუნველყოფილი მუნიციპალური საცხოვრისით”

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მან დედაქალაქის მთავრობა უნდა წარადგინოს.