”აქ ვიქნებით მანამ სანამ არ მოვა კალაძე და არ გაგვცემს პასუხს რატომ ჰყავს ეს ადამიანები სტრესში. ახლა ბატონო კახი ამდენი ხანი ხომ არიან ეს ადამიანები სტრესში?! ახლა თქვენ იქნებით სტრესში. აქ ვიქნებით იქამდე სანამ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდებათ მიწები. ვიწყებთ სოციალურ აფეთქებას! პირდაპირი გაგებით! ეს არის ასაფეთქებელი! ეს არის ის მუხტი, რომელიც უნდა შეიქმას ამ ქვეყანაში რომ არცერთია დამიანი არ დარჩეს სოციალურად დაუცველი, არ დარჩეს უსახლკაროდ. ვინც არიან უსახლკაროები უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა. ჩვენ დღეს ვიწყებთ ამ გამგეობის პიკეტირებას, ხვალ თუ ზეგ იქნება რამდენი ხანიც დაჭირდება ბატონ კახის რომ თავის პორშეზე რომ დაჯდეს და მოვიდეს.”- აცხადებს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილემ საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდა ხოლო პოლიტიკოსებს მოუწოდა რომ არ “გაკარებულიყვნენ” მათ აქციებს:
“ჩემო ძმაო, ჩემო დაო, ჩემო დედიკო, ამ აქციის თვითორგანიზება ხალხმა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. არავითარი პოლიტიკური მოთხოვნა არ არის! არცერთი პოლიტიკოსი არ გაგვეკაროთ არავითარი პოლიტიკა არ გვჭირდება. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს დაგვიმტკიცონ ჩვენი ქონება.” – განაცხადა აქციის მონაწილემ.