არცერთ მთავრობას კარგ აზრზე არ გაუღვიძია, რომ მოდი დღეს ეს ხალხი კარგად ვაცხოვროთ, თავისუფლებას ჯიბეში არავინ ჩაგვიდებს – ცოტნე კობერიძე

ფოტო : რადიო თავისუფლება

“არცერთი მთავარობა არ დამჯდარა და კარგ აზრზე არ გაუღვიძია, რომ მოდი დღეს ეს ხალხი კარგად ვაცხოვროთ და თავისუფლება ჰქონდეთ”- ამის შესახებ, “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრმა, ცოტნე კობერიძემ “მთავარი არხის ” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ”თავისუფლებას ჯიბეში საზოგადოებას” არავინ ჩაუდებს და ამისთვის ყველამ უნდა იბრძოლოს.

”ერთი რამე უნდა გვესმოდეს რომ ადამიანის მთავარი იარაღი არის საუბარი, ენა და გონება. თუ ოდესმე ადამიანს თავისუფლება მოუპოვებია, მოუპოვებია ბრძოლით. არცერთი მთავარობა არ დამჯდარა და კარგ აზრზე არ გაუღვიძია, რომ მოდი დღეს ეს ხალხი კარგად ვაცხოვროთ და თავისუფლება ჰქონდეთ. ეს არასდროს ასე არ ყოფილა. ოჯახის მაგალითი რომ ავიღოთ. ბავშვი რომ იზრდება და უმწიფრობიდან გადადის ზრდასრულ ასაკში, ამ დროს ის იწყებს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მე იმას ჩავიცვამ რაც მე მინდა დედა, მე ისე წავალ როგორც მე მინდა, თავისუფლებას თვითონ ითხოვს. მშობელიც ეტაპობრივად უთმობს საკუთარ თავისუფლებას, რა წამსაც ხედავს რომ ის ბავშვი მზაობას გამოთქვამს რომ პასუხისმგებელი იყოს საკუთარ ცხოვრებაზე.

მოსახლეობაც ასეა უნდა ვიყოთ,  გამოვიდეთ უმწიფრობიდან და გადავიდეთ ზრდასრულ საზოგადოებაში, სადაც როცა პრობლემა დადგება გამოვიდეთ ვისაუბროთ და ვითხოვოთ. უნდა გვესმოდეს რომ არავინ არასდროს ჯიბეში არ ჩაგვიდებს თავისუფლებას და არც ამ ჯიბეში გაჩერდება. ყოველთვის ხელახლა იქნება დასაცავი. ვინმე გამომსვლელი არ მოგწონთ? ფეისბუქპოსტების წერა ვინ დაგვიშალა? ვინ დაგვიშალა თუ ამ პოლიტიკოსთან დგომა არ გინდა შენ გააკეთო აქცია და აქეთ დაპატიჟო ის პოლიტიკოსები ვინც გინდა ან საერთოდ არ დაპატიჟო. რათ მინდა ის საზოგადოება როცა რამე ხდება და არ გამოდიან. “- აცხადებს ცოტნე კობერიძე.