“არცერთ შვილს არაფერი დაუშავებია! ფოტოების ფრიალი ამაზრზენია”- ასე ეხმაურება ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში, თბილისის მერის კახა კალაძისა და მისი შვილის ფოტოებს.
„კახი კალაძის მცირეწლოვანი შვილის ფოტოების ფრიალი ამაზრზენია! უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში შვილების ბულინგი მშობლების გამო! განსაკუთრებით თუ ისინი არასრულწლოვნები არიან!კალაძის არცერთ შვილს, არაფერი დაუშავებია დღეს! დააშავა მამამ და მას მოკითხეთ“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება დილიდან დაიწყო, როცა იქ მივიდნენ თბილისის მერიის ზედამხედველობის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკასთან ერთად. თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 20-მდე სახლის დემონტაჟი განახორციელა.