რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა.
რამდენიმე საათის წინ კი, უკრაინამ წითელ ჯვარს მიმართა რათა დაეხმაროს რუსი ოკუპანტების ათასობით ცხედრის გატანაში.
“ჩვენ ვთხოვთ, წითელ ჯვარს, რომ რუსეთში რუსი ჯარისკაცების ცხედრების გადასვენებაში დახმარება გასწიოს. ეს ჰუმანიტარული მოთხოვნილებაა და ვითხოვთ გაკეთდეს ისე, რომ რუსი ოკუპანტების ცხედრებმა დატოვონ უკრაინა და გაემგზავრონ რუსეთში”, – განაცხადა ვერეშუკმა.
ასევე, დღეს საღამოს, კიევში ცხელი ხაზი ამოქმედდება რუსი ჯარისკავების ოჯახებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ ინფორმაციის მიღება რადგან, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 3 დღის თავზე, რუსულ მხარეს დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.