ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით აცრის თავისუფალი ნების მომხრეა და ამბობს, რომ ადამიანებს არ უნდა აუკრძალონ აცრა, თუმცა არც უნდა დააძალონ. ამის შესახებ, მეუფე ნიკოლოზმა “მთავარის” ეთერში ისაუბრა. ის ასევე აცხადებს, რომ პირადად ის, ცოდვად არც ერთ გადაწყვეტილებას არ ჩაუთვლის ადამიანს და საკუთარ პოზიციას სინოდის სხდომაზეც დააფიქსირებს
“არც ერთს არ ჩავუთვლი დიდ ცოდვაში. ჩემ პოზიცია ასეთია, ამას ვიტყვი სინოდზეც იმიტომ, რომ ეს სამედიცინო სფეროა და არა საღვთისმეტყველო “- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.