არც ისე კარგად გამოიყურება ეს ყოველივე, სააკაშვილი ხომ პრეზიდენტი იყო? – ლუკაშენკო

“არც ისე კარგად გამოიყურება ეს ყოველივე, სააკაშვილი ხომ პრეზიდენტი იყო?” -ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეაფასა.

“არც ისე კარგად გამოიყურება ეს ყოველივე, რადგან რაც არ უნდა იყოს, ის პრეზიდენტი იყო. ამ ზომამდე მისვლა, როგორც ახლა ლაგდება, უბრალოდ ურიგოა. მაგრამ რატომ ვამბობ ამას: ჩვენ არანაირი შეფასებები არ მიგვიცია, არ ჩავრეულვართ ამ სიტუაციაში და არც სხვები. ძალიან კარგ ურთიერთობებს ვინარჩუნებდით და ვინარჩუნებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე მწვავედ [ჩვენს შეხვედრაზე]… მგონია, დამეხმარებით პასუხის მოძებნაში”, – თქვა ლუკაშენკომ.