“მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეობა, ან მოადგილეობა არ უნდა, რადგან “თავზე საყრელი საქმე აქვს”.
„თავზე საყრელი საქმე მაქვს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა მინდა, არც მოადგილეობა. რიგითი დეპუტატი ვარ და ვიქნები. ძალიან ბევრი საქმეც მაქვს, თუ რომელიმე დეპუტატი პასუხისმგებლობით უყურებს, რიგით დეპუტატსაც ბევრი საქმე აქვს, თუ საქმის კეთება უნდა. ორნი ვართ, ლევან იოსელიანი ვიცე-სპიკერია და მე კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ მოვითხოვო, სწორი არ იქნება, თუმცა პრინციპი, რომ ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს, სწორია,”- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობა ოპოზიციას გადაეცეს. ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, დააფიქსირონ პოზიცია, “არალეგიტიმურ პარლამენტში რამდენად უნდათ კომიტეტის თავმჯდომარეობა”.