ფრაქცია “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილისთვის დღემდე გაუგებარია, თუ რატომ არ აწერს მისი ყოფილი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს.
”არც მაშინ იყო გასაგები ჩემთვის მათი გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე და არც დღეს არის გასაგები, შეთანხმებას რატომ არ აწერს მაშინ ხელს ,,ენმ”. თუ თანხმდებიან იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განვახორციელოთ, რომელიც ამ შეთანმხმების ნაწილია, თუ თანხმდებიან, რომ არ უნდა მივცეთ უფლება “ოცნებას”, თავი დაიძვრინოს ვალდებულებისგან, რაც უკავშირდება ადგილობრივი არჩევნების ფაქტიურად რეფერენდუმად გადაქცევას, მაშინ ლოგიკური პოზიცია იქნებოდა, ასევე ხელი მოეწერათ”, – თქვა სამადაშვილმა.