ეს არის სასიკეთო ურთიერთობა, რომელსაც არავითარი ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი არ გააჩნია. არც სახელმწიფო აპირებს, რომ ეკლესია რაღაცით დაჩაგროს და არც ეკლესია აპირებს, რომ სახელმწიფოს საქმეებში ჩაერიოს – უბრალოდ, როგორ შეიძლება, კიდევ უკეთესი იყოს.
თუმცა, მინდა, ახლავე გითხრათ, რომ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან კარგი პოზიცია აქვს, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებით განისაზღვრება, რაც 2002 წელს მიიღეს. ახლა ამას ცოტა უფრო თუ გავაუმჯობესებთ, თორემ მეტი არაფერზე ლაპარაკი არ ყოფილა.