“ოპოზიციას აწყობს იძახოს, რომ სააკაშვილი კვდება. ოპოზიციას აწყობს, რომ სააკაშვილი იყოს ცუდად. სააკაშვილი არ არის ცუდად. ყველა პატიმარი არის ცუდად, როცა ის ხვდება საკანში და არ არსებობს ბედნიერი პატიმარი. გინახავთ ადამიანი, რომელიც საკანში ზის და არის ბედნიერი? არ არსებობს ასეთი.
მე 2 წელი მომიწია პენიტენციური სისტემის მართვა და გეუბნებით, არ არსებობს ადამიანი ბედნიერი იმით, რომ აქვს აღკვეთილი თავისუფლება.
ყველა პატიმარს რაღაც აწუხებს, მაგრამ არავითარი საფრთხე იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას რაიმე ტიპის სერიოზული რისკი ემუქრებოდეს, არ არის. არაფერი სავალალო და სამწუხარო არ მოხდება. ისევე როგორც არ მოხდა მერაბიშვილის შემთხვევაში, როგორც არ მოხდა ახალაიას შემთხვევაში, როგორც არ მოხდა ლილუაშვილის შემთხვევაში და ყველა იმ ადამიანის შემთხვევაში, ვინც მწვალებელი იყო და ვისაც უნდა მოეხადა სასჯელი. ზოგმა მოიხადა, ზოგი იხდის. ცუდია ციხეში ყოფნა, მაგრამ ასეთია სასჯელი”
ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.