“მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ, რომ მწვანე პასპორტი დღეს უკვე დიდ როლს არ თამაშობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ჰქონდა თავის პოზიცია, რომელიც დააფიქსირა საბჭოზე
მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მე ვეთანხმებოდი თუ არა. საბჭოს შიდა დისკუსიები მე გარეთ არ გამომაქვს. საბჭოზე იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს კონსენსუსის პრინციპით. მე ჭორაობას ვერ დავიწყებ, ცოტა უფრო სერიოზულ ადამიანად მივიჩნევ ჩემს თავს”
თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მწვანე პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებაზე.