“ყველაზე მეტად ამას არ აწყობს რიგგარეშე არჩევნები. პრაქტიკულად, ორ შაურად გახდა ვიცე-სპიკერი…”
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთ ლიდერზე, პარლამენტის ვიცესპიკერ ლევან იოსელიანზე. ის ეხმიანება იოსელიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის საელჩოში მათ წარმომადგენელთან შეხვედრაზე სანქციების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა.