არ აჰყვეთ პროვოკაციას, ყველას პოლიციის ფორმა არ აცვია – ვარლამ გოლეთიანი

“არ აჰყვეთ პროვოკაციას, ყველას ფორმა არ აცვია “- რიონის ხეობის მცველები კომპანია “ენკას” ბაზასთან აქციას მართავდნენ, რის შემდეგაც, ოგანიზატორებმა, კარავთან დაბრუნება გადაწყვიტეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციამ მათ შესაძლოა პროვოკატორები მიუგზავნოს რათა მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდეს.

“არ აჰყვეთ პროვოკაციებს. თუ ნახავთ, რომ ვინმე შემოაგზავნეს, მაქსიმალურად თავი გააკონტროლეთ და შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მთელია დღეა ცდილობენ პროვოკაციას. ყველას ფორმა არ აცვია, ერთმანეთში იჩხუბეს, რომ შექმნან ფონი, თითქოს ვიღაცა ეჩხუბა და ვითარება დაძაბულიყო”, – მიმართა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა, რიონის ხეობის მცველებს.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეების ნაწილი ქუთაისისკენ მანქანებით მსვლელობას იწყებენ, ნაწილი, კარავთან ბრუნდება.

დაძაბული ვითარება იყო ცოტახნისწინ სოფელ გუმათთან, აქციის მონაწილეები პოლიციისგან თავისუფლად გადაადგილებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიცია მათ პროტესტის ადგილისკენ გადასვლის უფლრებას არ აძლევდა რასაც დაპირისპირება მოჰყვა.