არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, გირაოს თანხას არ გადაიხდის. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მას ვერ დაიჭერენ.

“არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ. დიდ პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა როცა პროკურატურა შოთაძე-ფარცხალაძის, სასამართლო კი მურუსიძე-ჩინჩალაძის საკუთრებაა, პარლამენტი კი კობახიძე-გავრილობის სახეს წარმოადგენს, ეს ყველა ინსტიტუტი კი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ჯიბეშია, მომიტევეთ, მაგრამ მე არანაირი მორალური უფლება არ მაქვს მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ბრძოლა ძალიან მართალია. მე ამ ბრძოლაში ვარ მართალი”, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

დღეს ნიკა მელია გირაოს გადაუხდელობის გამო პროკურატურაში გაფრთხილების მიზნით დაიბარეს. უწყების ცნობით, მელიას გირაოს გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მიეცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართევენ შუამდგომლობით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.