“ეს არ არის მორიგი რაუნდი, არ არის მორიგი დარტყმების გაცვლა, არც მორიგი ოპერაცია – სრული გამარჯვება… ამაზე ნაკლები არაფერი. მე ამის ერთგული ვარ, ჩვენი მებრძოლები ამის ერთგულები არიან და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ერთგულია. ტოტალურ გამარჯვებაზე ნაკლებს არ დავკმაყოფილდებით… ჩვენ არ გამოვიყვანთ IDF-ს ღაზას სექტორიდან და არ გავათავისუფლებთ ათასობით ტერორისტს. არც ერთი ეს არ მოხდება. Რა მოხდება? აბსოლუტური გამარჯვება!”
ამის შესახებ, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სამხედრო აკადემიის სტუდენტებს განუცხადა მას შემდეგ, რაც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე ახალ ზავს დათანხმდა.