“განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
აღფრთოვანებულები ვართ ყველა, ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანოს.
არადა ყველას, ვინც იქ ვიდექით, გვყავს მინიმუმ ერთი მეგობარი, ვისაც სურდა იქ დგომა, მაგრამ ვერ მოვიდა, უნდა დავდგეთ ყველა და ვიყოთ მეტნი იმ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ერთხმად ვიტყვით – არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით!
რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით – პირიქით!”
წერს რუსულ კანონის საწინააღმდეგო სახალხო პროტესტზე, “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.