“მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული მცდელობები, რომ ის მძიმე შედეგები,რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში, ჩვენი ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, რადგან ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ, რაც გამოაცხადა ჩვენმა ხელისუფლებამ, პოლიტიკის რომელიც მიმართულია  დეოკუპაციისკენ, ძალის არ გამოყენების ვალდებულებისკენ, ჩვენ ამ ვალდებულების ერთგულნი ვართ და ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს”

ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა, დანიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ დაუშვებენ იმის განმეორებას, რაც 2008 წელს მოხდა.