“ჩვენ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ ყველაზე ბოლო, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, მათ შორის პოლიტსაბჭოზე და თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება დადგება, ეს იქნება ასევე პარტიის პოლიტსაბჭოზე განხილული გადაწყვეტილება.
მინდა დავამატო მნიშვნელოვანი რამ – მოსამართლეების დანიშვნა და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის იმ შეთანხმების შესრულება, რომელსაც მიუერთდა თვითონ “ოცნება”, გარკვეულ წილად არის წითელი ხაზი და მე არ გამოვრიცხავ, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე “ქართული ოცნება” დარჩეს ერთპარტიულ პარლამენტში კვლავ მარტო. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც არცერთი შეთანხმების პუნქტი არ სრულდება და არ სრულდება ის მოლოდინები, რომელიც გვქონდა, მათ შორის იმ ოპოზიციას , რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას”
ამბობს ენმ-ს ერთ–ერთ ლიდერი ხატია დეკანოიძე ipn–ის ცნობით.