“არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი დასრულდება”- პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ისინი მზად არიან, რომ პოლიტიკური დიალოგი პარტიებს შორის მეათე მოწვევის პარლამენტში გაგრძელდეს. ამის შესახებ მან აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებში შორის დასრულდება და ამოიწურება, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაგრძოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა, უფრო მეტი თანამშრომლობისა და მეტი შესაძლებლობის მოძებნა პარტიებს შორის. ჩვენ მიერ დემოკრატიული რეფორმები, რის მიხედვითაც ჩატარდა არჩევნები, ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას”, – განაცხადა თალაკვაძემ.