არ გვაქვს უფლება, გავაჟღეროთ, როდის იქნება ფაიზერი საქართველოში – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ფაიზერთან კონფიდეციალურობის ხელშეკრულება აქვთ დადებული, რის გამოც ვერ იტყვის, როდის ჩამოვა ვაქცინები საქართველოში.

“როდესაც კონფიდენციალურობის ხელშეკრულება არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნეს ორივე მხარის ინტერესი. ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაჟღეროთ, როდის იქნება ფაიზერი ზუსტად საქართველოში.

თუმცა გუშინდელი განცხადების შედეგად, მოსახლეობის სრულმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ზაფხულში აუცილებლად გვექნება ფაიზერი. ივლისის თვეში, ვადგენთ ლოჯისტიკურ კუთხით არსებულ სისუსტეებს და როდესაც მეორე მხარეც მზად იქნება ამ განცხადების გასაკეთებლად, რა თქმა უნდა, მოსახლეობას ვაცნობებ”,- განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველო ფაიზერის მილიონ დოზას ელოდება.