არ გვინდა პროცესები გახდეს უმართავი, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა – მარიტა მუსელიანი

“არ გვინდა პროცესები გახდეს უმართავი, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა “- ამის შესახებ,  თბილისში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარიტა მუსელიანმა განაცხადა.

„ამგვარი ულტიმატუმი არ მინდა აღიქვას საზოგადოებამ იმგვარად, თითქოს ჩვენ ვაპირებთ ხელისუფლების გადაგდებას და, რომ მერე ეს გადავარდნილი ხელისუფლება შეიძლება ვინმეს ჩაუვარდეს ხელში. ასე არ გვინდა. ჩვენ არ გვინდა პროცესები გახდეს უმართავი. არ გვინდა დიდი რყევა, რადგან გვაქვს პასუხისმგებლობა. ამიტომ ვითხოვთ საკითხის მარტივ გადაწყვეტას – ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ჩვენი პროტესტი არის დინამიური პროცესი, მაგრამ ასევე არის სტაბილური ადამიანების ერთობა. ჩვენი მოქმედება მიმართული იქნება ცნობიერების ამაღლებისა და პასუხისმგებლობის გააზრებისკენ, რომ ყველა უნდა მიხვდეს, რა არის სახელმწიფოებრივი ინტერესი და, რომ არ შეიძლება მისი გაცვლა და გაყიდვა არც ხელფასზე და არც ფულზე“, – განაცხადა მარიტა მუსელიანმა.