არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ოკუპაციის საკითხს უმაღლეს დონეზე დააყენებს – ბოკერია

“არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ოკუპაციის საკითხს უმაღლეს დონეზე დააყენებს”- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ბაიდენი-პუტინის შეხვედრას.

“მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან არის ის, რომ საქართველოს ოკუპაციის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის წინააღმდეგ პუტინის რუსეთის განგრძობადი აგრესიის საკითხი უმაღლესი დღის წესრიგის დონეზე არ დგას. უკვე დიდი ხანია, ეს ასეა და ვერც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, თუნდაც უკრაინასთან კონტექსტში, რომ ეს საკითხი წინ წამოწეულიყო.

ამას აქვს, სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზებიც, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების კონტროლს მიღმა იქნებოდა, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ჩვენი უზარმაზარი პრობლემა, რომ ამ საკითხზე და სხვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მქონე საკითხზე, იმუშავებდა აქტიურად და, მათ შორის, როცა აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებს შეაწუხებდა კიდეც, როგორც ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება და მისი პრეზიდენტი”. – თვქა გიგა ბოკერიამ.