მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა დასაპყრობად, არამედ თავის დასაცავად, არა დომინაციისთვის, არამედ გადარჩენისთვის. ის წარმოუდგენელი ფასი, რასაც უკრაინელები თავისუფლებისთვის იხდიან, ყველა ჩვენგანს უნარჩუნებს თავისუფლებას, იმიტომ, რომ უკრაინა გვიცავს ჩვენ და იცავს ჩვენს დემოკრატიას. იმიტომ, რომ თავისუფლება, რომელსაც კუთვნილად მივიჩნევთ, არასოდეს გვეძლევა საზღაურის გარეშე. მის საფასურს მამაცი ქალები და კაცები თავგანწირვით იხდიან. ჩვენ არ გვჭირდება დარწმუნება, რომ უკრაინა ევროპაა. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც იქნება საჭირო და ყველაფრით, რაც გვექნება.
განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა.