არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის მანდატები! – “გახარია საქართველოსთვის” PACE-ს

”არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის მანდატები!”- პარტია გახარია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავს, არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები.

“საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის სისტემური ხასიათი ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებსა და საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

პარტია “გახარია საქართველოსთვის მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეას:

– არ დაადასტუროს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატები;

– მოითხოვოს მონიტორინგის კომიტეტის დეტალური ანგარიში.

– განსაზღვროს დემოკრატიული შესაბამისობის მკაფიო კრიტერიუმები.

– გააძლიეროს მონიტორინგის მექანიზმები ანგარიშვალდებულებისა და პროგრესის გასაკონტროლებლად”- ნათქვამია განცხადებაში.