კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა სენაკში ”მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. წულუკიანი იქ სენაკის თეატრის გახსნას ესწრებოდა. წულუკიანმა სოციალურ ქსელში ფოტოც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპიურებს. მას შემდეგ, რაც წულუკიანმა, ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა, თეატრის დარბაზში დამსწრეებს მოუწოდა რომ ემა გოგოხიასთვის ტაში დაეკრათ.
“დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი ქართუ ფონდის მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ.” – წერს ის ფეისბუქის გვერდზე.