არ დავიღლებით იმის აღნიშვნით,აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო უპრეცედენტო – თურნავა

“არ დავიღლებით იმის აღნიშვნით,აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო უპრეცედენტო “- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

”ეკონომიკა ჯანსაღდება. ძალიან ბევრი ვისაუბრე ამაზე წინა კვირაში, მაგრამ ჩვენ, მთავრობის წევრები არ დავიღლებით იმის აღნიშვნით, რომ აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო მართლაც უპრეცედენტო – 45%, რამაც საშუალება მოგვცა, რომ წლევანდელი ზრდის პროგნოზი, ობიექტური და არა ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზი, პრაქტიკულად გავაორმაგოთ. სამნახევარი პროცენტიდან 6-7.5%-მდეა გაზრდილი მოლოდინი ახლანდელი პროგნოზით. თუმცა, გვაქვს შესაძლებლობა სხვა დადებითი ფაქტორების განვითარების შემთხვევაში და პანდემიის სწრაფი დაძლევის შემთხვევაში, რომ ორნიშნა ზრდაც გვქონდეს წელს.”- განაცხადა თურნავამ.