არ დავმალავ, ვისურვებდი, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო – ბოკერია ხოშტარიაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ისურვებდა, რომ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება არ მიეღო.

“არ დავმალავ, ვისურვებდი, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, არა მარტო პერსონალური ურთიერთობის გამო, არამედ პოლიტიკურადაც. მიუხედავად ამისა, გარდა პერსონალური ურთიერთობებისა და პოლიტიკური შეხედულებებითაც, ამ გადაწყვეტილების შემდეგაც, ევროპულ საქართველოსთან ყველაზე ახლოს მდგომი ფიგურა იქნება. ამიტომ მას ვუსურვებ წარმატებებს, იმიტომ, რომ ამოცანები და ღირებულებები საერთო გვაქვს”, — განაცხადა მან.

ელენე ხოშტარიამ დღეს ევროპული საქართველო დატოვა. მისი განცხადებით, აპირებს ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას.