“მე არასდროს არ მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერმინისტრი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრი. მე ვთქვი მთავარი და თქვენ ალბათ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ ფაქტები მოუყვეთ საზოგადოებას, მე ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც უმცირესობაზე ძალადობას, და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას და აგრესიულ პროპაგანდას ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. […] თქვენთვის მისაღებია?! მე გისვამთ კითხვას, ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყნებში, იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით, ეს არის პროპაგანდა, რომელიც არის მომწამვლელი, ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე, ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”.
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.