არ დაუშვათ კილაძის კომიტეტის წევრად არჩევა – NGO-ები სოფო კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ

52-მდე ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს კომიტეტის ახალ წევრად სოფო კილაძის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ. ივნისის ბოლოს აღნიშნულმა კომიტეტმა 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა.

როგორც განცხადებაში წერია, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტი რიგით მეთვრამეტე სესიაზე კომიტეტის 9 ახალ წევრს ირჩევს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.

“კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით. ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით”, -წერია განცხადებაში.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სოფო კილაძე  არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და  პატივისცემით. ასევე ორგანიზაციებს მიაჩნიათ, სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით და ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე.

„ქალბატონი სოფო კილაძე  ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით. ხელმომწერი ორგანიზაციები ვთვლით, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია ცნობილი უნდა იყოს კომიტეტისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე. სწორედ ამის გამო გიზიარებთ ჩვენი პოზიციის დასაბუთებას და გთხოვთ, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის გაითვალისწინოთ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

  1. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის – 24 ხელმომწერი ორგანიზაცია[v];

კოალიცია თანასწორობისთვის – აერთიანებს 11 არასამთავრობო ორგანიზაციას[vi]:

  1. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
  2. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  3. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  4. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
  5. უფლებები საქართველო;
  6. კავშირი „საფარი“;
  7. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
  8. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  9. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  10. ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC);
  11. თანასწორობის მოძრაობა;

სხვა ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI);
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  3. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო;
  4. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (MAEE);
  5. თბილისი პრაიდი – Tbilisi Pride;
  6. იდენტობა-youth;
  7. ქვიარ ასოციაცია „თემიდა“;
  8. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი;
  9. საქართველოს პორტიჯის ასოციაცია;
  10. მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  11. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  12. ცენტრი „ემპათია“;
  13. ქალთა ფონდი საქართველოში;
  14. ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD);
  15. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია;
  16. კავშირი ქალი და რეალობა;
  17. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია.
  18. თანამშრომლობა დემოკრატიული განვითარებისათვის (CDD)

იხილეთ განცხადება სრულად