„უანგაროდ ვეხმარებოდით მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდოდათ იძულებით რაღაცის კეთება, იმის ნაცვლად, რომ მადლობები მიგვეღო, მივიღეთ ძირითადად, ლანძღვა-გინება, ვერც ხალხისგან მივიღეთ მხარდაჭერა, იმის მიუხედავად, რომ უამრავ ადამიანს დავეხმარეთ. ამ პროცესს ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და გვაინტერესებს, სადამდე წავა ეს ამბავი, თუმცა, არ ვაპირებთ ბრძოლას “ბიბლიური თავისუფლების” გადარჩენისთვის, ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ამას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა “ბიბლიური თავისუფლების” გაუქმებას. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ეს თემაა – ტოვებს თუ არა სახელმწიფო ხალხის იძულებით ჯარში წაყვანის მექანიზმს და თუ ტოვებს, ჩვენ ამით პასუხი იმით არ უნდა გავცეთ, რომ შევინარჩუნოთ “ბიბლიური თავისუფლება”, ამაზე პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, რომელსაც ძალით სადმე წასვლა არ უნდა. ჩვენ ხალხს ყველაფრით დავეხმარებით, მაგრამ არ ვიბრძოლებთ “ბიბლიური თავისუფლების” გადასარჩენად, პირიქით, ქართველ ხალხს ვეცდებით გასაგებად ავუხსნათ, რომ არც აქამდე გვიკეთებია ანტიქართული საქმე, არც აქამდე ვყოფილვართ “სექტანტები” , რასაც გვეძახდნენ, ძალიან ქრისტიანულ და მართლმადიდებლურ საქმეს ვაკეთებდით. ვეცდებით ხალხს ავუხსნათ, რა მოხდება თუ ბიბლიური თავისუფლება გაუქმდება და დარჩება სავალდებულო სამხედრო სამსახური.

პოლიტიკურად ჩვენ გვამძიმებს “ბიბლიური თავისუფლება” და ისიც გვამძიმებს, რომ დაუმსახურებელი ლანძღვა მივიღეთ, გვინდა, საზოგადოებამ დაინახოს, რისგან იცავდა მათ ბიბლიური თავისუფლება. როცა “ბიბლიური თავისუფლება” მოქმედებდა და იცავდა ხალხს, როგორც ჩანს ეს კარგად ვერ დაინახეს, რადგან ქართველმა ხალხმა მხარი არ დაგვიჭირა არჩევნებზე და ღარიბაშვილს მისცა საშუალება ეს თემა წამოეწყო. ღარიბაშვილს ვეტყვი თავისივე არგუმენტითაც: ბიბლიური თავისუფლება რომ უმსგავსი და ანტიეროვნული ყოფილიყო, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მსგავს ორგანიზაციას არ გააკეთებდნენ, მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოებულ ადამიანებს აქვთ მსგავსი ორგანიზაცია,”

ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.