“საზოგადოების გარკვეულ ნაწილსაც ალბათ უფრო მკაფიო პასუხები აინტერესებს, ჩვენმა გუნდის ლიდერმა გუშინაც განაცხადა და აქვე გავიმეორებ, რომ წარსულზე ჭორაობას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ ასევე არ ვაპირებთ არცერთი ჩვენგანი, დავკომპლექსდეს იმით, რომ გუშინ ჩვენ ვიყავით უმრავლესობის და ქართული ოცნების წევრები და მათ შორის, ბატონი გიორგი გახლდათ პრემიერ-მინისტრი.
ჩვენი ფასეულებები და ღირებულებები, რა თქმა უნდა, არ იცვლება იმის მიხედვით, რა პოზიციაზე ვიქნებით და რა სკამზე ვისხდებით”
ამბობს “ფორმულას” ეთერში გახარიას პარტიის, “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.