არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სანქციებში – ღარიბაშვილი

არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ სანქციებში – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

”მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ გავეცანით ჩვენი პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას. ”-განაცხადა ღარიბაშვილმა.