არ ვაპირებთ უკრაინის ლიდერებზე ზეწოლას, რომ მათ რუსეთს ტერიტორიები დაუთმონ– ბაიდენი

აშშ–ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიუ–იორკ თაიმსში გამოქვეყნებულ მოსაზრების სვეტში წერს, რომ აშშ უკრაინას უფრო დიდი სიშორის რაკეტებს გადასცემს, ვიდრე რუსულია. ადმინისტრაციის წყაროები აკონკრეტებენ, რომ საქმე ეხება   HIMARS–ის სარაკეტო სისტემებს და რაკეტებს. ბაიდენი ასევე ხაზს უსვამს, რომ აშშს არ სურს პირდაპირი კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს შორის და არ გადადგამს ნაბიჯებს რუსეთში პუტინის რეჟიმის დასამხობად. აშშ–ს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ აპირებს ზეგავლენა მოახდინოს უკრაინის ლიდერებზე იმ მიზნით, რომ მათ რუსეთს ტერიტორიები დაუთმონ – არც საჯაროდ და არც დახურულ მოლაპარაკებებში.

“როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, საბოლოოდ ეს ომი “მხოლოდ დიპლომატიური გზით დამთავრდება“. ყოველი მოლაპარაკება ასახავს ადგილებზე არსებულ ვითარებას. ჩვენ ოპერატიულად გავგზავნეთ უკრაინაში იარაღის და საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომ მან შეძლოს ბრძოლის ველზე იბრძოლოს და მაქსიმალურად ძლიერი პოზიციები ქონდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მივაწვდით უკრაინელებს უფრო სრულყოფილ სარაკეტო სისტემებს და საბრძოლო მასალებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ უფრო ზუსტი დარტყმები განახორციელონ საკვანძო ობიექტებზე უკრაინის ბრძოლის ველზე.“– წერს ბაიდენი.