არ ვაპირებთ 200 ნაციონალს რაიმე კონტრაქცია დავუპირისპიროთ – კობახიძე 20 ივნისის აქციაზე

უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, 20 ივნისს ხელისუფლება კონტრაქციას არ გეგმავს.

“ეს არის აბსურდი. მიჩვეულები ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც ფეიკნიუსებს და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ ფეიკნიუსს, რაც არის აბსურდი.

ჩვენ არ ვაპირებთ 200 ნაციონალს დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან ისინი შესულები, ჩაკარგულები არიან საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს, უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს”, – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმე სირცხვილიას აქციის კონტრაქციისთვის შეიკრიბება, ეს პროვოკაცია იქნება და “საიდან შეიძლება მოდიოდიეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი”.

მოძრაობა “სირცხვილია” გავრილოვის ღამიდან 1 წლის თავზე რუსთაველზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. 2019 წლის 20 ივნისს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ძალადობრივად დაშალა, დაშავდა ათობით ადამიანი, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. ხელისუფლების ამ ქმედებას ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა