“ნება მომეცით, ვიყო სარკასტული. ამ საარჩევნო კამპანიისას ჩვენ ბევრ რამეს ვიხილავთ და მოვისმენთ. მოდით, ვიყოთ სერიოზულები – NATO არ შეიძლება იყოს მენიუს პრინციპით მოქმედი სამხედრო ალიანსი, რომელიც იმოქმედებს იმის მიხედვით, როგორი განწყობა ექნება პრეზიდენტს, კონკრეტულ დღეებში. ასე არ ხდება, დღეს – კი, ხვალ – არა. მოდით ვიყოთ სერიოზულები, მე არ ვაპირებ ჩემი დროის დახარჯვას იმ სულელურ იდეებზე, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო კამპანიისას მოუვა ვინმეს თავში”,

ასე ეხმაურება ევროკავშირის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას. ცნობისთვის, ტრამპმა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, გუშინ თქვა, რომ არ შეაკავებდა რუსეთის თავდასხმას ნატოს იმ მოკავშირეებზე, რომლებიც ალიანსის წესდებით განსაზღვრულ სამხედრო დანახარჯების ნიშნულს ჩამორჩებიან.