ჩვენ არ ვართ იდეალური მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში – ამის შესახებ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
”ჩვენ არ ვართ უშეცდომონი, ჩვენ არ ვართ იდეალური მთავრობა და ხელისუფლება, მაგრამ ვართ ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხალხმა მოიპოვა, აღიდგინა დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი შეცდომებით, ბუნებრივია და შეცდომა ყველას მოგვდის, ყველა მმართველს, ყველა ადამიანს, ვინც საქმეს აკეთებს, მაგრამ ამ შეცდომებს, ამ ხარვეზებს ვასწორებთ და მივდივართ წინ. რაც მთავარია, რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა ბოლო რვა წლის განმავლობაში, არც ერთ ხელისუფალს არ გაუკეთებია ასეთ მოკლე დროში ერთბაშად, მასშტაბურად ყველა მიმართულებით, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება – ყველა მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი გვაქვს, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ასეთი კატასტროფული პროპაგანდა მიმდინარეობს ქართველი ხალხის წინააღმდე.” – აცხადებს ღარიბაშვილი.