“საქართველო სწორედ ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდში გახდა მოწინავე ქვეყანა მთელს ევროპაში მოსახლეობის გაზიფიცირების კუთხით. მარტო ბოლო 3 წლის განმავლობაში 90 000-მა ახალმა აბონენტმა მიიღო გაზი. ეს პროგრამა გაწერილია შემდეგ წლებზე. თუმცა, გარკვეული ცვლილებები ყოველთვის ხდება. ჩვენ არ ვართ რუსეთი, სადაც ადამიანები 15-20 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან შეუცვლელად. ნათია თურნავა ჩვენი გუნდის წევრად რჩება. რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, მან სოფლის მეურნეობაში მართლაც სისტემური ცვლილებები განახორციელა. რასაც ვანგრევდით თითქმის 25 წლის განმავლობაში, სწორედ ქართული ოცნების დროს დაიწყო მისი აღორძინება”
ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ეკონომიკის მინისტრის გადადგომაზე. ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა.