მე არ ვარ შეცდომაში შეყვანილი ადამიანი. თითოეულ ჩემს ქმედებაზე მხოლოდ მე ვარ პასუხისმგებელი.

ჩემი ქმედებები კი, არასდროს ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პროტესტზეც ჩემი შეგნებით, კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის დასაცავად გამოვედი, (არავის აქვს ხელისუფლების მითვისების უფლება).

ჩემი ქმედებები კი სავსებით ჯდებოდა “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულით აღიარებულ უფლებაში, სადაც დიქტატურაში მცხოვრებ მოქალაქეს აქვს აჯანყების უფლება-ვალდებულება.

შესაბამისად, არც ბოდიში მაქვს მოსახდელი და არც არავის შეწყალებას ვსაჭიროებ (განსაკუთრებით კი ყაველაშვილის). იგივე პრინციპებით ვიბრძვი დღეს, ვიბრძოლებ ხვალ და ვიბრძოლებ ყოველთვის.

რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის წერილს დაფიონი ავრცელებს.