“არ ველოდი თუ ამას მოვესწრებოდი, ბიჭებო, გონს მოეგეთ, მტერი, კიევშია. გაჩერდით, სანამ გვიანი არაა” – აცხადებს ამის შესახებ, კრემლის პროპაგანდისტი, ვლადიმირ სოლოვიოვი, რითიც პრიგოჟინის აჯანყებას ეხმაურება.
”მძიმე დროა, არ ველოდი თუ ამას მოვესწრებოდი. ქვეყანა ომობს. ახლა ზაპოროჟიედ ვბრუნდები. ჩემი თვალებით ვნახე ნამდვილი გმირები. ბევრს დავდივარ. “მუზიკანტებთან” ვიყავი სოლედარში, არტიომოვკაში, ნამდვილი გმირები ვნახე ზაპოროჟიეში, ხერსონში, დონეცკსა და ლუჰანსკში […]. დრეს ყველა კითხვა, რომელიც მოვისმინე, იყო იმაზე, რა ხდება სახლში? 25 ათასი ადამიანი ძალიან გამოგვადგებოდა ფრონტზე. მარში? მარში აუცილებელია ლვოვისკენ, კიევისკენ და თუ საჭირო იქნება კიდევ უფრო შორს. მაგრამ როდესაც უყურებ, რა ხდება და ფიქრობ, რა მომხდა, აჯანყება, მუსილონის მარში რომზე, რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ხომ რუსი ხალხი ვართ, ჩვენ ხომ სამშობლო გვიყვარს. […] ბიჭებო, გონს მოეგეთ, მტერი იქაა, კიევში. გაჩერდით, სანამ გვიანი არაა, ქვეყანა არ დავკარგოთ. არაფერია სამოქალაქო ომზე საშინელი”.-აცხადებს სალავიოვი.
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა პარასკევს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე საარტილერიო და ასევე შვეულმფრენებიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელებაში, რასაც რუსი ბიზნესმენის თქმით „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. თუმცა, პრიგოჟინს არ დაუკონკრეტებია ზუსტად სად მოხდა დარტყმები.
პარასკევს საღამოს პრიგოჟინის არხებზე გამოჩნდა “ვაგნერის” მეთაურთა საბჭოს სახელით გავრცელებული განცხადება. მასში პროგოჟინის ხმის მსგავსი ხმა აცხადებს, რომ აპირებს შეაჩეროს “ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს.” პრიგოჟინი მოუწოდებს მებრძოლებს, რომ “არავის არ გაუწიონ წინააღმდეგობა” და პირობას დებს, რომ გაანადგურებს ნებისმიერ საგზაო საგუშაგოს და ნებისმიერ თვითმფრინავს, რომელიც მათ გზაზე გადაეღობებათ.
პრიგოჟინი აცხადებს, რომ მას განკარგულებაში არის 25 ათასი მებრძოლი და ყველა მსურველს, მათ შორის რუსეთის არმიის მებრძოლებს მოუწოდა შეუერთდნენ “ვაგნერს”.
გარდა ამისა, პრიგოჟინმა თქვა, რომ პარასკევს, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, სავარაუდოდ, დონის როსტოვში იმყოფებოდა “სპეციალურად ” ვაგნერის” გასანადგურებლად” და იქიდან გაიქცა, რათა მისთვის ახსნა–განმარტება არ მიეცა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია “ვაგნერის” ბანაკებზე რუსი სამხედროების თავდასხმის შესახებ პრიგოჟინის სახელით სოციალურ ქსელებში გავრცელებული არცერთი მესიჯი და ვიდეომასალა სიმართლეს არ შეესაბამება და საინფორმაციო პროვოკაციაა.
ვორონეჟში ვაგნერის დაქირავებულმა სამხედროებმა აიღეს კონტროლი ყველა სამხედრო ობიექტზე, იუწყება Reuters რუსული სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით.ამ ინფორმაციის სხვა დადასტურება არ არსებობს. მანამდე ვორონეჟის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია შემოღებული მოსკოვში და მოსკოვის რეგიონში.
ამის შესახებ ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი იტყობინება.